Saturday 10 December 2022

პროექტის მოკლე აღწერა



 კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტები სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დამებადა იდეა, რომ ერთმანეთის მხარის, ქალაქისა თუ სოფლის უკეთ გაცნობის მიზნით პირველ კურსელებს (X კლასი) მოემზადებინათ თავიანთი მხარის, ქალაქისა თუ სოფლის შესახებ პრეზენტაციები და გამხდარიყვნენ პირობითად „ტურისტული გიდები“.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა მხარის გეოგრაფიას, ისტორიას, წეს-ჩვეულებებსა თუ ცნობილ ადამიანებს.
პრეზენტაციები კადეტებს უნდა მოემზადებინათ ორი კვირის ვადაში, მაგრამ ლიცეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე (სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას არიან), ეს დრო არ იყო საკმარისი.
პრეზენტაციების შეფასებას მოსწავლეები თავადვე ახდენდნენ წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკებით ერთმანეთის შეფასებას.
პროექტი „ჩემი მხარის ტურისტული გიდი“ არის გრძელვადიანი და ყოველ ახალ სასწავლო წელს ყველა პირველ კურსზე მოხდება პრეზენტაციების მომზადება.

პროექტის მოკლე აღწერა

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტები სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დამებადა იდეა, რომ ერთმანეთის მხარის, ქალაქისა თუ სოფლი...